დიპლომატიური დისკუსია: საქართველოს გზა ევროკავშირისკენ

ივენთი

საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი გიწვევთ დიპლომატიურ დისკუსიაზე:
“გარდამტეხი მომენტი საქართველოსთვის: ლეგიტიმაციის კრიზისი და ევროპული მომავლის შენარჩუნების პერსპექტივები“.

“დიპლომატიური დისკუსიები” ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აზრების, შეხედულებებისა და გამოცდილებების გაზიარებისათვის ინტენსიური ფორუმის შექმნას. ღია დისკუსიების გზით ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულებები.

სერიის პირველი “დიპლომატიური დისკუსია” მიეძღვნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას, სამოქალაქო პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების პასუხის მნიშვნელობას, კრიზისის დაძლევის გზებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

მოდერაციის დახმარებით უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მონაწილის თანაბარი ჩართულობა.

მონაწილეობის მისაღებად ან დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

21 დეკემბერი, 16:00 საათი
კოტე მარჯანიშვილის #16

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები