უკვე 20 დღეა, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები, მათ შორის სტუდენტური აქციები, მიმდინარეობს. Studinfo.ge გთავაზობთ მომდევნო დღეებში დაგეგმილ მსვლელობებს, რომლებსაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მოაწყობენ.
18 დეკემბერს 18:00 საათზე ევროპული ფონდების ყოფილი სტიპენდიანტების პროტესტი გაიმართება. მარში განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე იქნება.
18 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მარში გაიმართება სააკაძის მოედნიდან (სტუ 6 კორპუსი) პარლამენტისკენ.
ამას გარდა, კახა ბენდუქიძის კამპუსის მარში გაიმართება 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, კამპუსიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე.