16 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით თსუ-ს სხვადასხვა კორპუსთან “თავისუფალი აუდიტორია” საპროტესტო კამპანიას გამართავს. ორგანიზატორები შემდეგ ინფორმაციას ავრცელებენ:
“სტუდენტების, ლექტორების და აკადმიური სივრცის საყურადღებოდ, იგეგმება 5-დღიანი პროტესტი თსუ-ს I , II , III , IV და V კორპუსებთან.
მანიფესტაციის მიზანი:
▪️ აქტიური აკადემიური საზოგადოების ჩამოყალიბება;
▪️ გაფიცვის იდეა-არსის პოპულარიზება;
▪️ საჯარო დისკუსიები ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ.
ვითხოვთ:
▪️ აკადემიური სექტორის (დეკანატი, აკადემიური საბჭო, ლექტორები) ჩართვას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში;
▪️სწავლის შეჩერებას ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ვინაიდან სტრესულ სიტუაციში შეუძლებელია კონცენტრირება სწავლაზე;
▪️ უნივერსიტეტის ავტონომიას, უნივერსიტეტი არ უნდა იყოს რომელიმე სისტემის/რეჟიმის დაქვემდებარებაში;
▪️უნივერსიტეტის კარი გაიღოს თავისუფალი დისკუსიებისთვის, რათა გაიზარდოს უნივერსიტეტის როლი საზოგადოების ჩამოყალიბებაში”, – ვკითხულობთ ორგანიზატორთა განცხადებაში.
საპროტესტო კალენდარი ასე გამოიყურება:
თსუ – 12:00 საათი
16 დეკემბერი – პირველი კორპუსი
17 დეკემბერი – მეორე კორპუსი
18 დეკემბერი – მესამე კორპუსი
19 დეკემბერი – მეხუთე კორპუსი
20 დეკემბერი – მეათე კორპუსი
წყარო: მრავალკუთხედი