სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 19 დეკემბერს, 18:00 საათზე, საბაუნის სტუდენტურ სივრცეში (401) გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „სტრესის ნავიგაცია“.
შეხვედრას გაუძღვება ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) ქოუჩი, ნინო ტურაშვილი.
ღონისძიების მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე სტრესის ეფექტურად მართვასა და პირადი მდგრადობის განვითარებაში.
შეხვედრის თემები მოიცავს:
▪️ სტრესის წყაროების იდენტიფიცირებას;
▪️ ფიზიოლოგიური რეაქციების მართვის ტექნიკებს;
▪️ სტრესის შემცირების პრაქტიკულ სავარჯიშოებს;
▪️ პირადი რეზილიენტობის განვითარების გზებს.
დასწრება თავისუფალია.