11 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია ყარაბუქის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თურქეთი) რექტორი, პროფესორი ფათიჰ ქირიშიქი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან ერთად. სტუმრებს თან ახლდა პროფესორი სალიჰ უჩაკი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობას სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში. რექტორმა ზ. ხონელიძემ თურქ კოლეგას და სტუმრებს გააცნო სოხუმის სახელწმიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისი მისია, რომლის უმთავრესი ბურჯი საუნივერსიტეტო დიპლომატია და სამშვიდობო განათლებაა. საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეამ თურქი სტუმრების ინტერესი გამოიწვია. დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შესაბამისი მემორანდუმების გაფორმებით დაგვირგვინდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა.