მაღალი ინტერესისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებიდან გამომდინარე, “მედიტორი” 12 დეკემბერს, 21:00 საათზე, Google Meet-ის პლატფორმაზე გამართავს სემინარს, თემაზე “ადამიანის ძირითადი უფლებები”.
ღონისძიებაზე მომხსენებელი იქნება ანა კოტეტიშვილი, რომელიც ფართო გამოცდილებით გამოირჩევა:
• 2010 წლიდან ადვოკატად მუშაობს, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში;
• არის ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი;
• ხელმძღვანელობს აიპ “ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის ინსტიტუტს”;
• მართავს იურიდიულ კომპანია “სამართლებრივი არეას”;
• ტრენერია სექსუალური დანაშაულებებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე.
სემინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ “მედიტორის” კომენტარებში “+” სიმბოლოს დატოვებით დარეგისტრირდნენ.
ღონისძიება ორგანიზებულია არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით.
მონაწილეებზე გაიცემა იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატი.