9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც სტუდენტებს შუალედური გამოცდების გადატანის შესაძლობლობის შესახებ ატყობინებს. Studinfo.ge ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სტუდენტთა საყურადღებოდ.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 9 დეკემბერს, შედგა შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობის ჩართულობით სტუდენტებსა და თსუ-ს ადმინისტრაციას შორის, სადაც გადაწყდა შემდეგი საკითხები:
თითოეულ სტუდენტს სურვილისამებრ ექნება შესაძლებლობა შუალედური გამოცდები გადაიტანოს 16-22 დეკემბრის კვირაში.
uni.tsu.ge-დან შეგიძლიათ მიწეროთ საგამოცდო ცენტრს კონკრეტული რიცხვი (16 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, გარდა შაბათ-კვირისა) როდის გსურთ გამოცდის წერა და თავად შეადგინოთ თქვენი გრაფიკი,” – წერია თსუ-ის თვითმმართველობის ფეისბუკ პოსტში.