“უკრაინის 1000 დღე თავისუფლებისთვის” – საჯარო ლექცია საქართველოს უნივერსიტეტში

ივენთი

საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – “უკრაინის 1000 დღე თავისუფლებისთვის – ბრძოლა, გაკვეთილები და მომავალი”.

ლექციას წარუძღვება პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი.

უკრაინა 1000 დღეზე მეტია იბრძვის თავისუფლებისთვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ომმა ძირეულად შეცვალა გლობალური და რეგიონალური რეალობა და შეცვალა წარსულში გაბატონებული პოლიტიკური დღის წესრიგი. საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოების სტრატეგიები და ეკონომიკური პოლიტიკა ახალ გამოწვევებს შეხვდა, ხოლო უკრაინელების გმირული ბრძოლა გახდა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დაცვის სიმბოლო მთელი ცივილიზებულ სამყაროსში.

ლექციაზე განხილული იქნება:

  • რა გადალახა უკრაინამ ამ 1000 დღის განმავლობაში?
  • რა შეიძლება ჩაითვალოს ომის დასრულების სცენარებად?
  • როგორ აისახა ეს ომი საქართველოზე და რა გამოწვევები აქვს ქვეყანას?

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებული პირს.

დრო: 27 ნოემბერი, 14:00;

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, აუდიტორია N519

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები