საზოგადოება საინფორმაციო ომში: საჯარო ლექცია CIU-ში

ივენთი

20 ნოემბერს 13:00 საათზე CIU-ს ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა  და CIU-ს ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გაიმართება მედიაწიგნიერების საჯარო ლექცია თემებზე: „საზოგადოება საინფორმაციო ომში“ და „მტაცებლური ჟურნალები და კონფერენციები“;

შეხვედრის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციის შესახებ და საბაზისო, პრაქტიკული უნარების გამომუშავება ინფორმაციის სანდოობის დასაზუსტებლად.

სპიკერები:  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ზაზა ცოტნიაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ქავთარაძე.

დასწრება თავისუფალია!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები