ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთის ორ უნივერსიტეტთან, იზმირის თინაზთეფესა და მარმარას უნივერსიტეტთან გააფორმა.
იზმირის თინაზთეფეს უნივერსიტეტი სარგებლობს თინაზთეფეს ჯანდაცვის ჯგუფის მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული რესურსებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტის უნიკალური ჯანდაცვის მიმართულება, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული სწავლების გამოცდილება თურქეთის ოთხ კლინიკაში.
მარმარას უნივერსიტეტი გამოირჩევა ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკასთან და მთავარ ყურადღებას უთმობს კვლევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობებს. მრავალფუნქციური აკადემიური გარემოსა და გლობალური პარტნიორობების დახმარებით, უნივერსიტეტი სტუდენტებს უზრუნველყოფს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად საჭირო უნარებითა და ცოდნით, რაც ხელს უწყობს მათი პროფესიული და აკადემიური წარმატების მიღწევას.
აღნიშნულ უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლა, სასწავლო და სამეცნიერო მასალების გაზიარება, ერთობლივი კვლევებისა და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება.