“აჩუქე სიცოცხლე” – მასშტაბური დონაციის აქცია სტუდენტებისთვის

ივენთი

საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, იწყებს სისხლის უანგარო დონაციის მასშტაბურ აქციას სახელწოდებით “აჩუქე სიცოცხლე”.

აქციაში მონაწილეობენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და თელავის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

აქციის მთავარი მიზანია უანგარო დონაციის პოპულარიზება და სისხლის მარაგის შევსება.

დონაციის აქცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 11 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება.

მისამართი: ვაჟა-ფშაველას 33,  პირველი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკის “ცისფერი დარბაზი”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები