ბიზნესის წარმატების საიდუმლო ციფრულ სამყაროში: საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში

ივენთი

16 ნოემბერს,13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე – ყურადღების ციფრული ეკონომიკა.

ლექციას ჩაატარებს ციფრული მარკეტინგის ექსპერტი ტატო ნორაკიძე, თიბისის ციფრული განვითარებისა და გაყიდვების უფროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული კონსულტანტი, 10-მდე ქართული და საერთაშორისო ბრენდების ციფრული კონსულტანტი, სააგენტო “Metric”-ისა და კომფორტერის დამფუძნებელი; ასევე დიზაინ ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

კარიერის განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი net spent-ითა და 500-ზე მეტი წარმატებული კამპანიით.

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

• როგორ შეიცვალა ბიზნესები ციფრულ სამყაროში?

• რა შეიცვალა კომუნიკაციაში, რა არხებია რელევანტური და სად რომელი ტიპის კონტენტია რელევანტური?

• ბიზნესები, რომლებმაც ვერ აუწყვეს ფეხი ციფრულ მიმართულებას და გაკოტრდნენ და რატომ გაკოტრდნენ?

• რას ნიშნავს ყურადღების ეკონომიკა?

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები