ილიაუნი 8-15 ნოემბერს ილიას კვირეულზე გიწვევთ – “ილია: ევროპული საქართველოს პროექტი”

ივენთი

1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე.

“ყმაწვილ-კაცობა უნდა მომზადდეს ბეჯითის და ზედმიწევნილ ცოდნითა, უნდა, რამდენადაც შესაძლოა, ძირეულად შეისწავლოს ევროპული მეცნიერება, წინ გაიმძღვაროს ევროპის გამოცდილება”.

8-15 ნოემბერს ილიაუნი გიწვევთ ილიას კვირეულზე „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“.

8 ნოემბერი, 19:00 საათი | კვირეულის გახსნა

პანელური დისკუსია „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“.

მომხსენებლები: ბელა წიფურია, გია ნოდია, ნინო დობორჯგინიძე, გიგა ზედანია, ნუკა ღამბაშიძე, სერგო რატიანი, მოდერატორი − ივა ლომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გიორგი წერეთლის N1

გამოფენის გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ჟურნალები „ივერია“ და „დროება“, ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე, გიორგი წერეთლის N1.

14 ნოემბერი, 12:00 საათი | ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა სტუდენტებისთვის: „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“

ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა 7

დასწრება რეგისტრაციით.

15 ნოემბერი, 19:00 საათი | „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში ილიაუნის სტუდენტებისთვის

წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის 32.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები