ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები: 2024 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული კვლევები

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა:

  • მარინა ლაზარიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ეპილეფსიასთან ასოცირებული დამოკიდებულებისა და ეპილეფსიის შესახებ არსებული ცოდნის ცვლილებების კვლევა საქართველოში ათწლიანი ინტერვენციული აქტივობების შემდეგ“

  • თამარ ბაისონაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „ძაღლის ჭირის ვირუსის გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა შინაურ და გარეულ ცხოველებში საქართველოში“

  • გურამ იმნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „გააქტიურებული პერიგლაციალური საფრთხეები ცენტრალურ კავკასიონზე და მათი მიზეზების იდენტიფიცირება ყინულის კლიმატურ ჩანაწერებში“

  • მიხეილი ლობჯანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „მულტიდისციპლინური მონაცემების დროით-სივრცითი ანალიზი და პალეოგარემოს მოდელირება ჯავახეთის მაგალითზე“

  • ნათია ტეფნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „ქართული ენდემური ხორბლებისა და მათი წინამორბედების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა“

  • ანა მგელაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და მათი ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარება“

  • მაკა ლორთქიფანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი

პროექტი „ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლთა ფსიქიკური ჯანმრთელობა: დეპრესია, შფოთვა და ცხოვრებით კმაყოფილება“.

კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები