გამოცხადდა კონკურსი საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომის გამოსავლენად შემდეგ სფეროებში: ენის გამოყენება, ენობრივი პოლიტიკა, მრავალენოვნება.
კონკურსის ორგანიზატორია ენის ეროვნულ ინსტიტუციათა ევროპის ფედერაცია (EFNIL) , რომლის ასოცირებული წევრიცაა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.
კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდება კვლევები ისეთ დარგებში, როგორებიცაა: ენის ბილინგვური სწავლა, ენის სწავლების სტრატეგიები, ენის გამოყენება მრავალენოვან გარემოში, ენობრივი პოლიტიკის მიზნები და შედეგები, ენობრივი პოლიტიკის შედარებითი კვლევა, ენობრივი ტექნოლოგიები და მრავალენოვნება, თარგმანი და ზეპირი თარგმანი.
საკვლევი ენ(ებ)ი შეიძლება იყო ევროპის ნებისმიერი ეროვნული ენა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინგლისური ისევ არის ერთ-ერთი ოფიციალური ენა).
სამაგისტრო ნაშრომი დაწერილი უნდა იყოს ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების ენებზე (მათ შორის, ინგლისურზეც).
გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან:
1. EFNIL-ის სამაგისტრო ნაშრომის ჯილდოთი (1500 ევრო);
2. EFNIL-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე მოწვევით (ყველა ხარჯის ანაზღაურებით), სადაც გამარჯვებული წარადგენს ნაშრომს;
3. EFNIL-ის ყოველწლიური კონფერენციის მასალებში ნაშრომზე დაფუძნებული სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობით;
4. სრული სამაგისტრო ნაშრომის EFNIL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით.
განაცხადის წარდგენის ვადაა 2025 წლის 15 იანვარი.
დეტალური ინფორმაცია მონაწილეობის პირობებისა და გამარჯვებულის შერჩევის შესახებ იხილეთ აქ.