თბილისის დებატების სკოლა სტუდენტთა მიღებას აცხადებს – შესაძლებლობა საერთაშორისო სერტიფიკატისა და კარიერული განვითარებისთვის

კონკურსები

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს სტუდენტთა მიღებას თბილისის დებატების სკოლაში, პროექტის – დებატები უკეთესი განათლებისთვის – ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია სხვადასხვა დონორების მიერ.

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) დამფუძნებლები და გამგეობის წევრები ასწავლიან ფორმალურ დებატებს საქართველოში 1998 წლიდან, არიან საერთაშორისო ტრენერები და აქვთ შემუშავებული ყველაზე პოპულარული სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელობი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2009 წლიდან საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ხელს უწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის ნებისმიერ სფეროში.

სისტემატიური მეცადინეობები ჩატარდება ყოველკვირეულად, ჯგუფის წევრებთან მორგებული გრაფიკით, საშუალოდ 2 საათის განმავლობაში.

დებატების სკოლაში მიიღებიან თბილისის უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტები და შეძლებენ საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებას.

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა და კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარლგებს გარეთ.

გარდა ამისა, წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ Georgian Institute for Debate and Education-ში დასაქამების შესაძლებლობაც.

რეგისტრაცია.

საკონტაქტო: 599 733 306

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები