მეცნიერების და პრაქტიკის დიალოგი – IBSU-ს ღონისძიება

ივენთი

UNESCO-ს ეგიდით, 2001 წელს დაფუძნებული “მეცნიერების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, 2024 წლის 8 ნოემბერს, 14:00 საათზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება – “მეცნიერება და საზოგადოება”, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოებას და საზოგადოების განვითარებაში  მეცნიერების როლის ხაზგასმას.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები და სტუდენტები წარმოადგენენ განხორციელებული კვლევების შედეგებს, გაუზიარებენ ერთმანეთს შიდა და გარე საგრანტო პროექტების შესახებ მოსაზრებებს; მოხდება მეცნიერების როლის მნიშვნელობის საჭიროების განსაზღვრა საზოგადოებისთვის.

უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ისაუბრებს მეცნიერებაში თანამედროვე ტრენდებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების შესახებ.

ამავე ღონისძიებაზე მოხდება აკადემიური და მოწვეული პერსონალისა და სტუდენტების მიერ გამოცემული წიგნების წარდგენა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სტუდენტების ნაყოფიერ ჩართულობაზე ინფორმაციის გაზიარება.

ბიბლიოთეკის დაბრაზი, ბ ბლოკი, მე-4 სართული

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები