სისხლის დონაციის აქცია GAU-ში – გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე

ივენთი

იცოდი, რომ შენს მიერ გაღებული სისხლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან?

თუ ხარ, 18-დან 65 წლამდე, გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე.

სისხლის დონაციის აქცია გაიმართება 23 ოქტომბერი, 11 საათიდან 6 საათამდე, GAU-ში, აუდიტორია #102.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე ასაკში;

სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

შენ შეგიძლია გაიღო სისხლი:

  • თუ შენი წონა 50 კგ და მეტია;
  • არ გაქვს გადატანილი C და B ჰეპატიტი, სიფილისი;
  • არ ხარ ავად შიდსით;
  • არ ხარ დაავადებული მალარიით;
  • არ ხარ ნარკოტიკების მომხმარებელი;
  • ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვს გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებია ტატუ, პირსინგი;
  • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა;
  • ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებია ცოფის საწიინააღმდეგო აცრა და სხვა.

სისხლის ჩაბარების წინ:

  • სისხლის დონორი ავსებს დონორის თანხმობის ფორმას და ყველა დასმულ შეკითხვას გულახდილად პასუხობს;
  • დონორს ექიმი ართმევს ინტერვიუს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • უზომავს ტემპერატურას, პულსს, არტერიულ წნევას;
  • ლაბორანტი უდგენს სისხლის ჯგუფს და რეზუსს, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.

სისხლის ჩაბარების დღეს:

  • დონორი მიღებული უნდა ჰქონდეს საკვები.
  • დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სისხლის ხელმეორედ ჩაბარება დონორს შეუძლია 2 თვის შემდეგ.

ჩაბარებულ სისხლს უტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • აივ ინფექცია/შიდსის ანტიგენ/ანტისხეულები;
  • B ჰეპატიტის ანტიგენი;
  • C ჰეპატიტის ანტისხეულები;
  • სიფილისი;

გამოკვლევის შედეგები დონორს მიეწოდება ინდივიდუალურად, დაბეჭდილი კონვერტით (კონვერტს აწერია დონორის სახელი და გვარი).

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები