გახდი UG ელჩი – ახალი ინიციატივა სკოლის მოსწავლეებისათვის

ახალგაზრდული ორგანიზაციები

თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასელი და გინდა გამოსცადო სტუდენტური ცხოვრება, მაშინ საქართველოს უნივერსიტეტის UG ელჩების პროექტი შენთვისაა!

რატომ უნდა გახდე UG ელჩი? იმიტომ, რომ მონაწილეობა მიიღო მხოლოდ UG ელჩებისთვის დაორგანიზებულ:

  • პროფესიულ ბანაკებში;
  • სხვადასხვა ტრენინგებში და ვორქშოფებში:
  • სხვადასხვა ტიპის  კონკურსებში;
  • საინტერესო და სახალისო აქტივობებში.

რაც მთავარია, მიიღო ძალიან საინტერესო, ახალი გამოცდილება როგორც UG ელჩმა და გაუზიარო შესაძლებლობები თანატოლებს შენს სკოლაში.

ასევე, თქვენ გექნებათ წვდომა უნივერსიტეტის სხვადასხვა რესურსებზე.

მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა – 4 ნოემბერი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები