მაგისტრანტთა მორიგი ჯგუფი წარმატებით ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუ) და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) Northern Kentucky University ერთობლივ ორმაგი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ პროგრამაში. ეს ინოვაციური კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაა, რომელიც საქართველოში პირველია და ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ როგორც სანგუ-ს, ასევე NKU-ს მაგისტრის ხარისხს.
პროგრამაში უკვე ჩართულია 120 სტუდენტი ოთხი ნაკადიდან. მაგისტრანტებს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სემინარებში და შეხვედრებში სხვადასხვა კომპანიებთან, რაც ხელს შეუწყობს მათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. გარდა ამისა, ისინი ჩაერთვებიან ყოველწლიურ კიბერუსაფრთხოების სიმპოზიუმში და გაეცნობიან აშშ-ის კულტურას, რაც გაამდიდრებს მათ საერთაშორისო გამოცდილებას.