უფასო ერთკვირიანი ბანაკი გომბორში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის

სტუდენტური ცხოვრება

სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა ოქტომბერში მონაწილეობა მიიღოთ გომბორის ერთკვირიან ბანაკში, სადაც შეისწავლით სამხედრო წესებს, თვითგადარჩენას, იარაღის გამოყენებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. საღამოს კი თანატოლებთან ერთად შეძლებთ გაერთოთ კოცონთან, სიმღერებით და სამაგიდო თამაშებით.

ბანაკი გაიმართება 15-20 ოქტომბერს. რეგისტრაციის ბოლო ვადა:
10 ოქტომბერი, 13:00 საათი.

რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ფაკულტეტი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

მიაწოდეთ ინფორმაცია თვითმმართველობის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს – ანა სილაგავას.

ტრანსპორტირება და კვება დაფინანსებულია!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები