უნიკალური შანსი სტუ-ის სტუდენტებისთვის: ერთთვიანი პრაქტიკა გერმანიაში კომპანია ჰიპში

შემეცნება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი, გერმანელი მეწარმისა და სტუ-ის საპატიო დოქტორის, კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ერთთვიანი პრაქტიკა გერმანიაში, კომპანია ჰიპში.

თუ გაქვთ კრეატიული და საინტერესო იდეა ბიზნესის, დიზაინის ან მეწარმეობის სფეროში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია.

აპლიკაციის შევსებისა და პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა: 20 ოქტომბერი, 24:00.

გამარჯვებულს კი, 26 ოქტომბერს, პირადად, კლაუს ჰიპი გამოავლენს.

გისურვებთ წარმატებას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები