შფოთვა და მენტალური ჯანმრთელობა პოლიტიკური კრიზისების დროს: შემოდგომის სემინარების სერია თავისუფალ უნივერსიტეტში

ივენთი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორია იწყებს შემოდგომის სემესტრის საჯარო სემინარების სერიას სახელწოდებით: “შფოთვა და მენტალური ჯანმრთელობა პოლიტიკური კრიზისების დროს”.

სემინარების სერიის მიზანია მენტალური ჯანმრთელობისა და პოლიტიკის თანაკვეთა სხვადასხვა დისციპლინურ ჭრილში, მათ შორის, ფსიქოლოგიური, ანთროპოლოგიური და ისტორიული პერსპექტივიდან, გაიაზროს.

სემინარების სერიას გაიხსნება 7 ოქტომბერს 18:00 საათზე დისკუსიით თემაზე: “კოლექტიური ტრავმა და ფსიქოთერაპია”. პირველი სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ელენე ჯაფარიძე.

დისკუსიის მოდერატორი იქნება პროფესორი ნუცა ბათიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის დეკანი და მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები