კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საინფორმაციო შეხვედრა – „კიბერსაფრთხეები და მათგან დაცვის მეთოდები“, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებთან;
შეხვედრის ფარგლებში აუდიტორია მიიღებს ინფორმაციას კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე, რის შემდეგაც ჩატარდება მხიარული ინტერაქტიული ქვიზი, გამარჯვებულებს კი სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.
9 ოქტომბერი, 14:30 სთ., აუდიტორია #602;
დასწრება თავისუფალია.