გსურს გახდე მსახიობი? – სტუდენტების მიღება თსუ-ს სახალხო თეატრ „სხვენში“ უკვე დაიწყო

კულტურა

თუ მსახიობობა გსურს და თსუ-ს სტუდენტი ხარ, ეს შენი შანსია აიხდინო ოცნება!

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სახალხო თეატრ „სხვენში“. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს სცენაზე ყოფნა და თეატრალური ხელოვნების პროფესიონალურ დონეზე განვითარება.

თუ გსურთ სცადოთ საკუთარი თავი მსახიობის როლში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/DAPhQT9Jw8E8UQM17

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია გრძელდება 6 ოქტომბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:  +995 593 93 42 21  ან +995 555 71 89 00

არ გამოტოვოთ ეს შანსი, studinfo.ge წარმატებებს გისურვებთ!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები