Freedom Advocates – რეგისტრაცია გრძელდება: ჩაერთეთ თავისუფლების სკოლაში!

ლიტერატურული გვერდი

აინ რენდის ცენტრი საქართველო, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას შემოდგომის თავისუფლების სკოლაში “Freedom Advocates”. პროექტი ხელს უწყობს ინდივიდუალურ თავისუფლებას და მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს ავტორები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ იდეის განვითარებაში. პროექტის მხარდამჭერები არიან Atlas Network და პრომეთეუსის ფონდი.

რა გელოდებათ:

🔹 ყოველკვირეული ლექციები პროფესიონალი ლექტორებისგან ისეთ ავტორებზე, როგორებიცაა: ადამ სმიტი, ჯონ ლოკი, ფრედერიკ ბასტია, ილია ჭავჭავაძე, ლუდვიგ ფონ მიზესი, მარგარეტ ტეტჩერი, აინ რენდი, ჰენრი ჰაზლიტი, რობერტ ნოზიკი და კახა ბენდუქიძე.

🔹 ესეების კონკურსი თემატურ საკითხებზე, სადაც გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:

პირველი ადგილი: 1200 ლარი

მეორე ადგილი: 1000 ლარი

მესამე ადგილი: 800 ლარი

მინიმუმ 7 ლექციაზე დასწრების შემთხვევაში, გადმოგეცემათ დიპლომი, რომელიც გამოგადგებათ სამომავლო პროგრამებზე, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე, ევროპასა და აშშ-ში.

ლექციები ჩატარდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში (11 ნოდარ ბოხუას ქუჩა) და დაიწყება 5 ოქტომბერს. პირველი შეხვედრა გაიმართება 19:00 საათზე დიდ საკონფერენციო დარბაზში, ხოლო მომდევნო 9 ლექცია – ყოველ შაბათს 17:00 საათზე 302-ე აუდიტორიაში.

რეგისტრაცია სრულდება 30 სექტემბერს. არ გამოტოვოთ შანსი და დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/VvNqgN1Rn1VfZPKp8

ასაკობრივი შეზღუდვა არ არის – პროექტში ყველა მსურველს შეუძლია ჩაერთოს.

იჩქარეთ, რადგან ადგილები შეზღუდულია!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები