30 სექტემბერს, 18:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ჩატარდება ქლერ კაიზერის სემინარი, თემაზე: „ქართველი და საბჭოელი“.
სემინარზე განიხილება ავტორის ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც აღწერილია საბჭოთა საქართველოს ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. წიგნი ეყრდნობა საარქივო წყაროებს და ასახავს ამ პერიოდის ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიცაა საქართველოს ისტორიის პირველი სახელმძღვანელოს დაწერის პროცესი, გასახლებები, 1956 წლის მარტისა და 1978 წლის აპრილის მოვლენები.
ავტორი ასევე განიხილავს „ტიტულირებული ერის“ ცნებას და გვიჩვენებს, თუ როგორ იმოქმედა გვიანდელი საბჭოთა კავშირის ნაციონალურმა და დემოგრაფიულმა პოლიტიკამ ქართველი და აფხაზი ხალხების თვითიდენტიფიკაციაზე, რაც დღემდე ახდენს გავლენას საქართველოს სამშვიდობო პერსპექტივებზე.
სემინარს მოდერაციას გაუწევს ნიკოლოზ ალექსიძე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.