შეხვედრა სტარტაპერობის მსურველებისთვის – UG Startup Factory გიწვევთ

ივენთი

1 ოქტომბერს UG Startup Factory-ში გაიმართება პრე-აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, სადაც ნიკოლოზ გოგოჭური, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და ანტრეპრენერი, წარუდგენს მონაწილეებს თემას „Founder’s Guide To Survival“.

შეხვედრის მთავარი მიზანი მეწარმეობის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების გაზიარებაა, რაც საშუალებას მისცემს დამსწრეებს უფრო ეფექტურად მართონ თავიანთი სტარტაპები.

რატომ არ უნდა გამოტოვოთ ეს ღონისძიება?

– მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს რეალური გამოცდილების მქონე მეწარმისგან;

– გექნებათ შესაძლებლობა დასვათ კითხვები და მიიღოთ პერსონალური კონსულტაცია;

– შეხვდებით თანამოაზრეებს და სტარტაპის მომავალ პარტნიორებს.

შეხვედრა ჩატარდება 1 ოქტომბერს, 18:15 საათზე, UG Startup Factory-ის სივრცეში.


დასწრების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/8WxXmVbtV9s3mstk8 – ადგილები შეზღუდულია.

პრე-აქსელერაციის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გასაგებად გადადი ბმულზე: https://leanlaunchpad.ge

ღონისძიება ჩატარდება ქართულ ენაზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები