გახდი ლეგენდა: სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ლეგენდა 2024“ გაზრდილი საპრიზო ფონდით დაიწყო

კონკურსები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი – სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „ლეგენდა 2024“ დაიწყო.

კონკურსი ღიაა ყველა უნივერსიტეტის იმ სტუდენტისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს და საკუთარი ნაშრომის შეფასება სურს. მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ 24 სექტემბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით (ღამის 12 საათამდე), ხოლო ნაშრომი მიამაგრონ სპეციალურ განყოფილებაში.

წელს “ლეგენდამ” გაზარდა საპრიზო ფონდი და ის ასე გამოიყურება:

პირველი ადგილი – 1500 ლარი და კონკურსის სიმბოლო

მეორე ადგილი – 1000 ლარი

მესამე ადგილი –  700 ლარი

კრიტერიუმები:

– ჟანრი და თემა: შეზღუდული არ არის

– ფორმატი: პროზა – მოთხრობა ან ნოველა (შესაძლებელია ნაწყვეტი ვრცელი ტექსტიდან)

– ელექტრონული ვერსია: Word დოკუმენტი, Sylfaen შრიფტი, ზომა 11-12

– მოცულობა: 1-3 გვერდი

ოქტომბრის ბოლოს ჟიური შიდაშესარჩევ ტურში გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ იმპროვიზაციულ ტურში. ფინალისტები დაუვიწყარ სამ დღეს გაატარებენ შატო მუხრანში, ჟიურის წევრებისა და ერთმანეთის გარემოცვაში.

აპლიკაციის შევსება შეგიძლიათ აქ: [https://forms.gle/27CTa7SRG6DYbDra7]

მიიღე მონაწილეობა „ლეგენდა 2024“-ში და გამოავლინე შენი ნიჭი!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები