სტუ-ში იტალიური ენის უფასო კურსები გრძელდება – კონკურსში მონაწილეობის პირობები მსურველებისთვის

კონკურსები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი „დანტეს კაბინეტი“, დანტე ალიგიერის  საზოგადოების საერთაშორისო ქსელის რომის სათავო ოფისის დაფინანსებით, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, 2024-2025 სასწავლო წელს უფასოდ შეისწავლონ იტალიური ენა.

იტალიური ენის უფასო კურსები, ძირითადად, განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს იტალიური ენის შესწავლა შემდეგი მიზნებით:

  • იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება;
  • Erasmus+ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
  • კურსის ბოლოს, გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში, ADA-ს (დანტე ალიგიერის საზოგადოების ატესტატის) მიღება;
  • იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის PLIDA-ს მიღება.

პროექტის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე „დანტეს კაბინეტის“ საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, სტუ-ის სტუდენტებისთვის იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების შეთავაზება“ – განხორციელება 2022 წელს დაიწყო და მეორე ციკლის სახით გაგრძელდება 2024-2025 სასწავლო წლის მანძილზე, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის მიერ საგრანტო პროექტში მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს იტალიური ენის შესწავლას კომპეტენციის A1–A2 დონეზე 2 სემესტრის განმავლობაში. უფასო კურსებზე, კონკურსის წესით, ჩარიცხულ 90 მსმენელს (სტუდენტს და/ან თანამშრომელს) საშუალება ეძლევა გახდეს როგორც დანტე ალიგიერის საზოგადოების მსოფლიო ქსელის ბარათის მფლობელი წევრი, ისე, ქვეყნიდან გაუსვლელად, იტალიური ენის საერთაშორისო კურსის ADA-ს მსმენელი.

იტალიური ენის უფასო კურსზე მსმენელების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს ან თანამშრომელს (მაქსიმუმ 15 თანამშრომელი).

იტალიური ენის უფასო კურსები ჩატარდება ჰიბრიდული სწავლების მეთოდით, რაც მსმენელებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ იტალიური ენა როგორც ონლაინ, ასევე, სააუდიტორიო სივრცეში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროექტის პირველი და მეორე ციკლთან დაკავშირებით:

ვინაიდან, საგრანტო პროექტის ფარგლებში, სტუ-ის 90 მსმენელისთვის (სტუდენტი ან თანამშრომელი) შეთავაზებულია იტალიური ენის უფასო სწავლების მეორე ციკლი, კონკურსში ხელახლა მონაწილეობის და A2-B1 დონეზე სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცემათ იმ მსმენელებსაც, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის პირველი ციკლის გავლის შემდეგ უკვე ფლობენ იტალიურ ენას A1 დონეზე (მაქსიმუმ 15 მსმენელი, სტუ-ის სტუდენტი ან თანამშრომელი).

იტალიური ენის შესწავლის მსურველები კონკურსში მონაწილეობის პირობების დეტალურად გაცნობასა და კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ ბმულზე: იხილეთ აქ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე, შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები