უფასო ლიეტუვური ენის კურსები ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის – რეგისტრაცია სტუ-ში უკვე დაიწყო!

თავისუფალი დრო

გსურს შეისწავლო ახალი ენა და კულტურა? სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრში დაიწყო რეგისტრაცია ლიეტუვური ენის უფასო კურსზე, რომელიც ღიაა ნებისმიერი უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის!

კურსი გთავაზობთ:

  • ლიეტუვური ენის შესწავლას დამწყებთათვის;
  • ლიეტუვური კულტურისა და ისტორიის აღმოჩენას;
  • შესაძლებლობას, მიიღოთ დაფინანსება საზაფხულო სკოლებში, გაცვლით პროგრამებში და კონფერენციებზე!

კურსი იწყება: 2 ოქტომბერი
ლექციების განრიგი: ორშაბათსა და ოთხშაბათს, 15:00 საათზე
რეგისტრაციის ბოლო დღე: 27 სექტემბერი

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია

არ გამოტოვო ეს უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლო ახალ ენას!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები