კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებას ბიბლიოთეკარის ასისტენტის პოზიციაზე. სტაჟირების ხანგრძლივობა იქნება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
- მკითხველთა ინფორმირება ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შესახებ.
- მომხმარებელთა მომსახურება ბიბლიოთეკის ფონდებით, კატალოგებით, ელექტრონული და სხვა მასალებით.
- ბიბლიოთეკის მომხმარებელთა რეგისტრაცია და მკითხველის ბარათის გახსნა.
- მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სტატისტიკის წარმოება.
- სამკითხველო დარბაზში სათანადო წესრიგის უზრუნველყოფა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფო ენის ცოდნა.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
კონკურსის ეტაპები:
- CV-ის და სამოტივაციო წერილის გადარჩევა.
- გასაუბრება.
მნიშვნელოვანი ვადები:
- 23 – 27 სექტემბერი: შესარჩევი ეტაპის დასრულება.
- 1 ოქტომბერი: სტაჟირების დაწყება.
დაინტერესებულმა პირებმა, CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ: „ბიბლიოთეკარი“.
სააპლიკაციო დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 18:00.