თუ 8 აგვისტოს ჩათვლით გამოცხადებულ, კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსში მონაწილეობდით, ეს ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
„ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსში მონაწილე კანდიდატს, რომელიც გამოცხადდა კონკურსის მეორე ეტაპზე − გასაუბრებაზე, ამავე საჯარო დაწესებულების სისტემაში მოქმედი სხვა საჯარო დაწესებულების მიერ განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, შესთავაზოს სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმება იმავე დაწესებულებაში ან/და დაწესებულების სისტემაში და კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, შესაბამისი საჯარო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მასთან სტაჟირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნებულ დადგენილებაში.
დადგენილება 10 სექტემბრიდან ამოქმედდა და 2024 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.