გამოცხადდა რეგისტრაცია სომხეთის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ბაკალავრის აკადემიური ხარისხისა და ინგლისური ენის ფლობა.
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმა და გაგზავნონ, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონტაქტო მეილზე: [email protected] პროგრამის შესაბამისად მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად. გამარჯვებული კონკურსანტის შერჩევა ხდება სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2024 წლის 1 ოქტომბრამდეა.
იხილეთ, წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- პასპორტის ასლი;
- სააპლიკაციო ფორმა;
- 4 ფოტო სურათი;
- აკადემიური ხარისხის დიპლომის და დიპლომის დანართის;
- ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- CV.
დამატებითი ინფორმაციასთვის დაუკავშირდით განათლების საერთაშორისო ცენტრს.