ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი განახლდა – დაფინანსება 15 000 ლარია

კატეგორიის გარეშე

რეგიონული საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მხარდასაჭერად ახალგაზრდობის სააგენტომ საგრანტო კონკურსი განაახლა.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 600 000 ლარია. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება კი შეადგენს 15 000 ლარს.

საკონკურსო განაცხადები ყოველი თვის 13 რიცხვიდან 25-ის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-1@youthagency.gov.ge მიიღება. საგრანტო კონკურსი სრულდება 2024 წლის 10 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ: არასამეწარმეო იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას; ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები