სამი თვე ამერიკაში – გაცვლითი პროგრამა 21-დან 27 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისათვის

გაცვლითი პროგრამები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს ერთწლიან გაცვლით პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისთვის.

3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში მონაწილეები 100-ზე მეტი ქვეყნიდან სამ თვეს ამერიკაში გაატარებენ და მენტორებთან ერთად სამომავლო პროექტებზე იმუშავებენ.

ასაკი შეზღუდულია 21-დან 27 წლის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები