გამოცხადდა კონკურსი სტუდენტებისთვის – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“

სტუდZona

ოზონის შრის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებისთვის კონკურსი სახელწოდებით: „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“ გამოცხადდა.

კონკურსის ფარგლებში, სტუდენტმა 2024 წლის 1 ივნისიდან 10 სექტემბრამდე უნდა მოამზადოს არაუმეტეს 30 გვერდიანი წერილობითი ნაშრომი. სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი საკონკურსო კომისიის მიერ ტექნიკის მაღაზიის ფასიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება. I ადგილის მფლობელი  დაჯილდოვდება 1500 ლარით, II ადგილის მფლობელი 1300 ლარით, ხოლო III ადგილზე გასული მიიღებთ – 1000 ლარს.

საკონკურსო ნაშრომის სამუშაო თემები: თანამედროვე ტექნოლოგიები სამაცივრო, თბური ტუმბოების და ჰაერის კონდიცირების სისტემებში; ენერგოეფექტური გათბობის და გაგრილების სისტემები; პასუხი გამოწვევაზე – ოზონის შრის დაცვა და კლიმატს ცვლილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • 2024 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით უნდა იყოს საქართველოში ავტორიზებული სასწავლებლების პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტი;
  • წარმომდგენი პირი თავად უნდა იყოს ნაშრომის ავტორი. თანაავტორი არ უნდა იყოს 2-ზე მეტი არასტუდენტი პირი;
  • დარეგისტრირებული იყოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

სარეგისტრაციო ბმული

დამატებითი დეტალები კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე

კონკურსის ორგანიზატორები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები