ცნობილია იმ არტისტების ვინაობა, რომლებიც Tbilisi Open Air 2024-ის მუსიკალურ ფესტივალზე გამოვლენ

სტუდZona

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 ტრადიციულ ლოკაციაზე Lisi Wonderland-ში 21, 22 და 23 ივნისს გაიმართება და ოთხ სცენაზე და 60-ზე მეტ არტისტს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოში აზიარებს და იმ არტისტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მოსმენის საშუალებაც მუსიკალურ ღონისძიებაზე გექნებათ.

ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ჰედლაინერები ბრიტანელი რეპერი, M.I.A., ნორვეგიელი მუსიკოსი, Aurora, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი შემსრულებელი, Masego და ინგლისური ჯგუფი, Archive იქნებიან. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ბენდი, La Femme, ამერიკული კოლექტივი She Wants Revenge, პოსტ-პანკ დუეტი, Lebanon Hanover და სხვები.

მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 30 მარტიდან. რაც შეეხება ბილეთების ღირებულებას, 120 ლარიდან დაიწყება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები