თუ ხართ 20-30 წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი ან კურსდამთავრებული, უფლება გაქვთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ლიდერის პოზიციაზე დაგასაქმებთ.
მიღება უკვე გამოცხადებულია და განაცხადების შეტანა 31 მარტის ჩათვლით შეგეძლებათ.
რაც შეეხება ანაზღაურებას და პერიოდს, ბანაკის განხორციელების პერიოდია ივლისი და სექტემბერი. თითო ნაკადის ხანგრძლივობაა 5 დღე. ლიდერის შრომის ანაზღაურება კი შეადგენს 500 ლარს (დარიცხულს) თითო ნაკადზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საქართველოში მცხოვრები ქმედუნარიანი მოქალაქე ასაკი: 20 წლიდან 30 წლის ჩათვლით;
- განათლება: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი/კურსდამთავრებული. სასურველია 14-18 ან/და 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის ცოდნა (სასურველია უცხო ენის ცოდნა);
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
- კრეატიულობა;
- კომუნიკაბელურობა.
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
I ეტაპი – ლიდერობის მსურველთა მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
II ეტაპი – შერჩეულ კანდიდატებთან ჯგუფური გასაუბრება;
III ეტაპი – ტრენინგი.
სარეგისტრაციო ფორმას, ვაკანსიის პირობებს, ლიდერის ფუნქცია-მოვალეობებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალს გაეცანით აქ: ახალგაზრდული ბანაკის ლიდერთა შესარჩევი კონკურსი