გამოცხადდა ვიდეო კონკურსი ახალგაზრდებისთვის „დედამიწის საათის“ თემაზე – მონაწილეობის პირობები

სტუდZona

ქალაქ თბილისის მერიის „სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი“ დედაქალაქში მცხოვრები 18-29 წლის ახალგაზრდებისათვის ეკო განათლების თემაზე ვიდეო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებმა გაიაზრონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა გლობალურ და ლოკალურ დონეზე გარემოს დაცვის კუთხით.

ვიდეო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 17 მარტის 17:00 საათამდე.

მონაწილემ სააპლიკაციო ფორმას თან უნდა დაურთოს ეკოლოგიური პრობლემის ამსახველი და ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული საკონკურსო ვიდეორგოლი (Reel).

რაც შეეხება გამარჯვებულებსა და პრიზებს, კონკურსს ეყოლება 2 გამარჯვებული.

პირველი გამარჯვებული გამოვლინდება სოციალურ მედია პლატფორმაზე მიღებული გამოხმაურებების მიხედვით (ფეისბუქ Like-ების მეშვეობით). მეორე გამარჯვებულს კი წინასწარ დაკომპლექტებული კომისია გამოავლენს.

ორივე გამარჯვებულს გადაეცემა ტექნიკის 1000 ლარის ღირებულების ვაუჩერი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები