გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით თბილისის მერიამ სამი კატეგორიის სტუდენტთა რეგისტრაცია გამოაცხადა

სტუდZona

2023-2024 გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებისთვის განცხადებების მიღებას 6 მარტიდან იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სტუდენტთან შერჩევის კრიტერიუმები

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ის სტუდენტები, რომლებიც ირიცხებიან – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი, არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი.

დაფინანსება

კახა კალაძის განცხადებით, გაცემული დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში განვლილი საგნების შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტესი 1125 ლარი. 50%-იანი, 70%-იანი ან 100%-იანი დაფინანსება.

განცხადებების მიღება 6 მარტს დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციიისთვის ეწვიეთ: დატელური ინფორმაცია სწავლის დაფინანსებაზე.

„აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები