თსუ-ის სტუდენტების პეტიცია: „გაიმართოს გათბობის სისტემა ბიბლიოთეკის შენობაში“

სტუდZona

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პეტიცია შექმნეს რომელშიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ „გაიმართოს გათბობის სისტემა თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობაში“.

მანიფესტს 2000 ხელმოწერა სჭირდება და ამ დროისათვის 1600-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

STUDINFO.GE მანიფესტში გაჟღერებული მოთხოვნის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც სტუდენტები ყოველ ზამთარს ფინალურ გამოცდებს წერენ, ფოიესა და სექტორებამდე მისასვლელ ტერიტორიაზე, გათბობა დამონტაჟებული არ არის.

არის შემთხვევები, როცა სტუდენტს ერთ დღეს 2 გამოცდა აქვს და მეორე გამოცდამდე იანვარ-თებერვალში საათები უნდა გაატაროს გაყინულ ფოიეში.
ასევე ყველა სტუდენტი ელოდება თანაკურსელს, რომელთან ერთადაც საერთო გზა აქვს სახლში მისასვლელად.

ფინალური გამოცდების პერიოდში უამრავი სტუდენტი ცივდება და სიცხიანი მოდის გამოცდაზე. პერსონალი, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს სტუდენტთა ნივთებს და უნაკლოდ უბრუნებს დარჩენილ ნივთებს(საფულეს, მობილურს, პირდობის მოწმობას…) , მთელი დღის განმავლობაში მუშაობს 2 კაცზე გამოყოფილი ერთი ფეჩით, რომელსაც თუ (უკაცრავად ვიქნებით) ზედ არ დააჯექი არ გაგათბობს ამხელა შენობაში.

ამ პრობლემას, უკვე წლებია ყოველ ზამთარს ხვდება თსუს ყველა სტუდენტი, და ამ ზამთარსაც ასე შეხვდა.

ვითხოვთ პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას და სამუშაოების დაწყებას, რომ მომდევნო ზამთარს გამართული გათბობის სისტემით შევხვდეთ.

პატივისცემით,

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები