რას უსმენენ სტუდენტები გამოცდის წინ – „ღმერთო ნუ მიმატოვებ“, Eminem და სხვა ვარიანტები STUDINFO.GE-ს გამოკითხვაში

სტუდZona

თუკი გარეთ გასვლისას ყურსასმენი შენი მეგზურია და განწყობის ამაღლებას მუსიკით ცდილობ, კითხვა განაგრძე…

ხომ იცი, დიმიტრი უზნაძის „განწყობის ფსიქოლოგიის“ თანახმად, შენს ემოციას იმაზე დიდი ძალა აქვს ვიდრე გგონია. განსაკუთრებულად ისეთ დღეებში, როდესაც გადატვირთული გრაფიკი, ან უნივერსიტეტში გამოცდები გაქვს.

ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ შენს Facebook-ზე მხოლოდ „ლურჯი რაზვადნოი კლუჩის“ გაზიარება გამოცდებს კარგად ვერ დაგაწერინებს და ვერც წარმატებას მოგიტანს.

ჰოდა, საინტერესოა, როგორ იმხნევებენ თავს სტუდენტები გამოცდების პერიოდში და რა მუსიკას უსმენენ სახლიდან გასულები.

Studinfo-მ ამასთან დაკავშირებით თსუ-ის, ილიაუნისა და სეუს სტუდენტები გამოკითხა გამოკითხა და მათ პასუხებს ყოველგვარი შეფასების გარეშე წარმოგიდგენთ.

იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთმა ინკოგნიტოდ დარჩენა მოინდომა, მაგრამ სიმღერა გაგვიზიარა. აი ისიც:


ანა ქოქაშვილი
თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და გამოცდის წინ მოტივაციის ასამაღლებად უსმენს:


ნინო გუტაშვილი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სტუდენტია და უსმენს:


ელენე ჩოხელი
თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და უსმენს:


ელენე აფხაიძე
თსუ-ის სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს და უსმენს:


თინათინ ჭილაური
თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და უსმენს:


ნინო პაპიძე
ილიას უნივერსიტეტში ანგლისტიკაზე სწავლობს და უსმენს:


ნიკა მამადაშვილი
ილიას უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს და უსმენს:

და კიდევ, როგორც სოციალური ქსელის დახურული ჯგუფების გამოკითხვიდან გავიგეთ, მუსიკის გარდა სტუდენტები გულის თქმას, ლოცვებს, აფირმაციებს და ლექტორის ჩანაწერებსაც უსმენენ და ასე „აღწევენ წარმატებას“.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები