განსაკუთრებული სადღეგრძელო და წარმოთქმული ლექსი – სტუდენტებმა ახალი 2024 წელი აღნიშნეს  

სტუდZona

საინტერესოა, როგორ შეხვდნენ მწვანე ხის დრაკონის წელს სტუდენტები, სად და რამდენი ჭიქა სასმლით აღნიშნეს 2024 წლის შემობრძანება.

როგორც გაირკვა, სტუდენტები ახლა საახალწლო არდადეგებს ირგებენ და დედებისა და ბებიების მომზადებულ იმ კერძებს აგემოვნებენ, მთელი წელი რომ სანატრელი ჰქონდათ.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტი, მარიამ ხაგულაშვილი, STUDINFO.GE-ს უყვება, რომ მან და მისმა პირველკურსელმა ჯგუფელებმა 2023 წელი დიდი პატივით გააცილეს და სტუდენტად გახდომის სადღეგრძელო ბოლომდე შესვეს.

„ჯგუფელებმა ბაკურიანში გავატარეთ ახალი წელი. ყველანი პირველკურსელები ვართ და 2023 წლის გასვლას განსაკუთრებით ველოდით. მარტივი არ იყო აბიტურიენტობა, ამიტომ ახალი წლის სადღეგრძელო განსაკუთრებული მონდომებით შევსვით. აბიტურიენტობის მწარე წელი დიდი პატივით გავაცილეთ”, – ამბობს მარიამი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ლუკა მამალაშვილი STUDINFO.GE-ს უმხელს, რომ საახალწლოდ 1-2 ჭიქა ღვინოზე მეტი არ დაულევია (იცინის).

ლუკა, მომავალი ფილოლოგია და პოეზიის მოყვარულ მეგობრებს, მასთან ერთად ახალი წლის გატარება განსაკუთრებით უყვართ.

„სტუდენტები საახალწლო სუფრას, რომ მივუსხდებით იქ ლექსიც უნდა წავიკითხოთ და გიტარის ხმაც გაისმას. აი, ასე ავღნიშნავთ ჩემი სამეგობრო ყველა დღესასწაულს და დაბადების დღეს. წელსაც არ დაგვირღვევია ტრადიცია. წავიკითხე გამორჩეული ქართველი პოეტის ტარიელ ჭანტურიას ლექსი:

„გულს ნუ აყვები და დროზე ადრე ნუ შეიმოკლებ სავალს! მრავალჟამიერ! მრავალ ახალ წელს, მრავალ ახალ წელს! მრავალს!”

“უი, ერთი ხისტი ხუმრობაც, ალბათ მეპატიება. ტრადიციულად, დატვირთულ სუფრას, როცა მოჰყვება ნაბახუსევის მძიმე წუთები, ახალი წლის დღესასწაული ხელს გვიწყობს ამის დასაძლევად და სახლში თუ დავაგემოვნეთ ყველანაირი სახის სასმელი, მეზობლად მაინც დაგვხვდება…”,  – ამბობს ლუკა.

ჩვენი რესპონდენტი, STUDINFO.GE-ს მკითხველს იმ სიმღერასაც უზიარებს, რომელიც ზამთრის არდადეგებს განსაკუთრევით უხდება და განურჩევლად ყველას საახალწლო განწყობის შექმნას ურჩევს.

ABBA- Happy new year
იცით პირველად რომელ წელს შეასრულა ABBA-მ ეს სიმღერა? 🙂

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები