თქვენი წელი მოდის სტუდენტებო!

სტუდZona

თუ ახალი წლის პირველ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, არ ინაღვლოთ, რადგან ჩინური ჰორესკოპის მიხედვით, ეს წელი არა 1-ელ იანვარს, არამედ 2024 წლის 10 თებერვალს უნდა დაიწყოს, 2025 წლის 28 იანვარს კი დასრულდეს.

2024 წელი ახალგაზრდა მწვანე ხის დრაკონის წელია.

ინფორმაციისთვის, ჩინური კალენდრის მიხედვით,1928; 1940; 1952; 1964; 1976; 1988; 2000; 2012 – დრაკონის წლები იყო.. მომდევნო დრაკონის წელი კი, 12 წლის შემდეგ, ანუ 2036 წელს იქნება. თუ დედამიწის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდის სტატისტიკას დავუჯერებთ, ეს წლები, სხვა წლებისგან განსხვავებით, მაღალი შობადობით ხასიათდებოდა.

აი, კიდევ რა დაგაინტერესებთ..

რას გთავაზობთ ახალგაზრდა მწვანე ხის დრაკონი? ევოლუცია, გაუმჯობესება და სიუხვე – მაღალი ქულები, სასურველი სამსახური მაღალი ანაზღაურებით, ჯანმრთელობა და ბედნიერი პირადი ცხოვრება! თქვენი წელი მოდის სტუდენტებო, შეხვდით!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები