ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მცხოვრები, მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის სამკვირიან უფასო გაცვლით-მოხალისეობრივ პროგრამაზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელში მონაწილეობისთვისაც განცხადებები 2023 წლის 27 ნოემბრიდან – 2024 წლის 8 იანვრამდე, აღმოსავლეთის დროით შუადღემდე მიიღება.
საელჩოს ინფორმაციით, მონაწილეობის მსურველები უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას C2 დონეზე, ასაკი შეზღუდულია მოსაწვლეებისთვის 15-დან 18 წლამდე, ხოლო პედაგოგთათვის 25 წლიდან. გარდა ამისა, საელჩოს თანამშრომელთა ოჯახის წევრები და საქართველო-ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები პროექტზე არ დაიშვებიან და უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომელთაც საზღვარგარეთ ყოფნის გამოცდილება ჯერ არ ჰქონიათ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტები იმ ინტერვიუს საშუალებით შეირჩევიან, რომელიც იანვრის ბოლოდან თებერლის დასაწყისამდე პერიოდში ჩატარდება. თებერვლის ბოლოს კი, შერჩეულ მონაწილეებს საბოლოო პასუხი ეცნობებათ. 2024 წლის 4 აპრილიდან 25 აპრილამდე კი (თარიღები შეცვლას ექვემდებარება), საქართველოდან ოცი არასრულწლოვანი მოხალისე გაემგზავრება, ორ ზრდასრულ პედაგოგთან ერთად. ისინი დაგეგმილი სამი კვირიდან ერთს ვაშინგტონში გაატარებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე საზოგადოებრივ და მოხალისეობრივ საქმიანობებში. პროექტის ხარჯებს სრულად ფარავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.
განცხადების შესავსებად მიჰყევით ბმულს
კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ აშშ-ის საელჩოს მიერ მითითებულ მეილს: [email protected]
ავტორი: მარიამ ოსაძე