„2023 წელს აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა“

სტუდZona

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 16 ნოემბერს ქართველი სტუდენტების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მკვეთრად გაზრდილია აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რიცხვი.

ამასთან, საელჩო სტუდენტებს განათლების კვირეულზე იწვევს:

„განათლების საერთაშორისო კვირეულზე საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასთან ერთად, გვსურს, გაგიზიაროთ ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების მზარდი წარმატების შესახებ. წელს 25%-ით გაიზარდა აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა და 800-ს გადააჭარბა.

30 წელზე მეტია, სიამაყით ვუყურებთ, როგორ ახმარენ ეს ახალგაზრდები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას“, – ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები