17 ნოებერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

სტუდZona

მსოფლიო 17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს, პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. ეს დღე საქართველოში 2009 წლის შემდეგ აღინიშნება.

STUDINFO.GE გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ მომავალს დიდი მიღწევებით!

17 ნოემბერს სხვადასხვა აქტივობები აქვს დაგეგმილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობით გამართავს ღონისძიებას, G კორპუსში 13:00-დან – 17:00 საათამდე. მასში ნებისმიერ ილიაუნელს შეეძლება ჩართვა. ღონისძიებაზე
გაიმართება ფოტოკონკურსი თემაზე „სტუდენტური ცხოვრება“, გამარჯვებულები გამოვლინდებიან კინოჩვენების დაწყებამდე და საჩუქრად ილიაუნის ბრენდირებული ნივთები და ლიგამუსის ვაუჩერები გადაეცემათ. ასევე, ღონისძიებაზე დაგხვდებათ სამაგიდო თამაშები და კულტურული და სპორტული აქტივობები. საღამო კი კინოჩვენებით დასრულდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით კი, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ და სამაგიდო აქტივობებში, რომლებიც 15:00 საათზე გაიმართება. ტურნირების ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

საზეიმო დღის ბოლოს, სტუდენტების განწყობაზე იზრუნებენ: ბენდი “4+2” – გიორგი ცხადაძე. (18:00-დან 19:00-მდე) და Monster Lobsters- (19:00-დან 20:00 საათამდე). ღონისძიებას კი დახურავს DJ 20:00-დან 22:00 საათამდე.

სტუდენტებს დღევანდელი დღე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მიულოცა.

ავტორი: კესო კვაჭაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები