„წერე ქართულ კინოზე” – კონკურსი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით “წერე ქართულ კინოზე”.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ახალგაზრდა კინომცოდნეების და ზოგადად კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის 17:00 სთ-მდე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ მეილზე: info@gnfc.ge

ონკურსის ძირითად ეტაპისთვის კონკურსანტების მიერ ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი 17:00 სთ;

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული სტუდენტი და მიიღებენ ფულად ჯილდოს:

  • პირველი პრიზი – 3 000 ლარი;
  • მეორე პრიზი – 2000 ლარი;
  • მესამე პრიზი – 1000 ლარი.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად;

პირველ ეტაპზე კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული კომისია განიხილავს შემოსულ განაცხადებს (ფილმის რეცენზიას და სხვა დოკუმენტაციას) და შეარჩევს შემდეგი ეტაპის მონაწილეებს.

მეორე ეტაპზე, კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსანტებს ევალებათ ეროვნული კინოცენტრის მიერ შერჩეულ 5 ქართულ ფილმზე ესეს დაწერა.

კომისიის მიერ მოხდება სამი გამარჯვებულის გამოვლენა ხმათა უმრავლესობით.

დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები