საჯარო კვლევითი უნივერსიტეტების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის უნივერსიტეტის კვლევის პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს აშშ-ის საელჩომ საქართველოში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაქვეყნეს. პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
კონკურსი განკუთვნილია შემდეგი აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის: ბიოლოგია, ბიზნესი/მენეჯმენტი, გეოგრაფია, გეოლოგია/წყლის მეცნიერება, ეკონომიკა, ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა. პროგრამა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.
პროექტის მონაწილეები კვლევითი უნარებისა და პროფესიული კავშირების განსავითარებლად ტეხასის უნივერსიტეტში 8 კვირით გაემგზავრებიან.
სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 დეკემბრის 23:59 საათი. ინტერვიუ აპლიკანტებთან ჩატარდება 2024 წლის მარტის პირველ კვირას თბილისში. (ინტერვიუ ჩატარდება ინდივიდუალურად, დასწრებულ ფორმატში. ინტერვიუში ვირტუალური/ონლაინ მონაწილეობა არ არის შესაძლებელი).
აღნიშნული 8-კვირიანი პროგრამა მოიცავს მგზავრობას თბილისიდან დალასში (ტეხასის შტატი, აშშ), რომელიც დაიწყება ორკვირიანი ინტენსიური სწავლებით ინგლისურ ენაში, გაგრძელდება აკადემიური და საგრანტო განაცხადების წერის სწავლებით, დისერტაციის მომზადებით, აკადემიური საზოგადოების წინაშე წარდგენის სწავლებით და სხვ.
გამგზავრებამდე ორი თვით ადრე, გამარჯვებული კანდიდატები სავალდებულოდ უნდა დაესწრონ ვირტუალურ საორიენტაციო სესიებს.
პროგრამის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შერჩეული მონაწილეებისთვის ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ბილეთის ანაზღაურება, აკომოდაციით და კვებით უზრუნველყოფა, დალასში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბარათის დაფინანსება და პერ-დიემის გამოყოფა.
დეტალების გასაცნობად იხილეთ ბმული.